ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა რევაზ ფავლენისშვილისა, ორბელიშვილების მიერ დის სამარხად დაგირავებული ყმის წართმევის მცდელობაზე, ოქმი დედოფალ დარეჯანის და ერეკლე II-ისა ორბელიშვილებისადმი, რევაზ ფავლენიშვილისთვის ყმის გაყიდვის უფლების ან თეთრის მიცემის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1795 წ. 7 ივნისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/409
მასალა

ქაღალდი ნაცრისფერი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
212X140
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ

მდგომარეობა

მოღწეულია სრულად, კარგ მდგომარეობაში

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უპგ (1795), თიბათვის ზ  (ივნისის 7)

დამტკიცება

ამტკიცებენ: დედოფალი დარეჯანი, ერეკლე II

ხელრთვა
ბეჭედი
გამოცემები

 ისიდორე დოლიძე, ქართული სამართლის ძეგლები, ტ. VIII, 1985 წ.  გვ.338-339

შენიშვნა

1. თეთრი - ძველად მონეტა, ვერცხლის ფული, საფასე.

2. პირები; ფ.1753/69, გვ.180; ფ.1450, 17/148.