ქაღალდი
ქაღალდი მოყვითალო, დაწერილი ყავისფერი მელნით
წერტილი და მძიმე ადგილ-ადგილ
მოღწეულია სრულად, კარგ მდგომარეობაში; რესტავრირებული
ქორონიკონს უპგ (1795), იანვრის ზ (7)
დედოფალი დარეჯანი, ერეკლე II, ანტონ II; ბატონიშვილები: გიორგი, ვახტანგი, ფარნაოზი, ალექსანდრე
მინაწერები: 1. საბუთის თავში. ზის ბეჭედი სვეტისცხოველისა ესე იგი მცხედის სობორისა.
2. საბუთის ბოლოს - ნამდვილისა თანასწორე არს ღუბერნსკის სეკრეტერი ქართველოვი; ჩაიწერა დ (4).
3. ,,ამ ოქმის უკან ცალიერ გვერდზე არის პირი სხვა საბუთისა, რომელიც ამას არ უნდა ეკუთვნოდეს. სახელდობრ: პირი, მცხეთის დეკანოზო იოანე: ლუხუნიძესა და გოჩიაშვილს მოხისის მცხოვრებთ აქვთ წერილები მიცემული კათოლიკოზისაგან მიცემული ორთავე ამათ, რომელნიცა ცხად არიან ეკლესიის ყმად; რომელნიცა მოტყუებითა და მძლავრობით მიუღია კვალიაშვილს და ისევ კათოლიკოსს ჩამოურთმევია თავისი წერილით. ამათი წერილები გასინჯე ორისავე და საცა ადგილი იყოს ესენი იქ წარადგინე თავიანთი წერილებით და შეეწიე, რომ ჭეშმარიტი სამართალი მიიღოს. დეკემბრის იზ (17), ჩყიგ (1813) წელსა ... ვარლამ ექსარხოსი საქართველოისა“
4. ნამდვილისა თანასწორე არს ღუბერნსკის სეკრეტარი გაბრიელ ქართველოვი.
5. პირი, ფ.1753/69, გვ.180