ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

განაჩენი მდივანბეგების ქვათახევის არქიმანდრიტ ანტონსა და ბაყალ მიკირტუმას შორის სადავო სახლის არქიმანდრიტისთვის მიკუთვნების შესახებ, დამტკიცებული ერეკლე II-ის მიერ

საუკუნე
XVIII
წელი
1783 წ. 3 აპრილი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1449/1952
მასალა

თეთრი ქაღალდი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
3
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ

მდგომარეობა

საბუთის პირი მოღწეულია სრული სახით.

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უოა (1783), აპრილის გ (3)

დამტკიცება

 მდივანბეგები - მზეჭაბუკი, ოტია, თეიმურაზი, იესე; დედოფალი დარეჯანი, კათალიკოსი ანტონ I; ბატონიშვილები: გიორგი, იულონი, მირიანი, ვახტანგი

ბეჭედი
გამოცემები

ისიდორე დოლიძე, ქართული სამართლის ძეგლები, ტ.V, 1974 წ., გვ. 214-216

შენიშვნა

1. პირი გადაწერილია სარგის კაკაბაძის მიერ XX ს-ის დასაწყისში.

2. სარგის კაკაბაძეს მითითებული აქვს დოკუმენტის დედნის ძველი საარქივო ნომერი - N38 და ზომა 57-2/3 X 22-3/4.

3. ბაყალი (არაბ.) – ხმელი და ნედლი ხილის, ბოსტნეულის, სხვა მზა სანოვაგით და წვრილმანებით მოვაჭრე.