ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ბრძანება ერეკლე II-ისა მდივან მანუჩარისადმი საეკლესიო ყმებისთვის შეწერილი სურსათის აკრეფის და ხელწერილით ეკლესიის მოხელეებისთვის მიბარების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1797 წ. 25 ნოემბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/3010
მასალა

ჭვირნიშნიანი ცისფერი ქაღალდი, შესრულებული  შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
 136X162;  რესტავრირებული: 144X177
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ხშირად

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უპე (1797), ნოემბრის კე (25) 

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

მდივანი (არაბ. - სახელმწიფო საბჭო, სამეფო კანცელარია) - საპატიო მოხელე, რომელიც სამეფო კარზე და სახელმწიფო დაწესებულებებში  ადგენდა სხვადასხვა სახის დოკუმენტებს; საამისოდ ის გადიოდა საგანგებო მომზადებას; მდივნისათვის აუცილებელ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა: დიდი განათლება, ენების ცოდნა და სამდივნო საქმეში დახელოვნება. ყველა მდივანი თანაბარი უფლებებით სარგებლობდა და ,,უხუცესი" არ ჰყავდათ. ქართლ-კახეთში ექვსი მდივანი ჰყოლიათ. ერეკლე II-ის დროს მათი რიცხვი ათამდე გაზრდილა. მდივანი არა მარტო ადგენდა საბუთებს, არამედ უშუალო მონაწილეობასაც ღებულობდა ამა თუ იმ ღონისძიების გატარებაში. მდივნობა მემკვიდრეობით გადადიოდა