ქაღალდი
ქაღალდი ყვითელი ყავისფერი ლაქებით, დაწერილი ყავისფერი მელნით
წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ
მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული
ქორონიკონი უნბ (1764), აგვისტოს იზ (17)
ერეკლე II, ბატონიშვილი ლეონი/ლევანი
ერეკლე II-ის მიერ გაცემული საბუთები, 1736-1797 წლები, 2008 წ. გვ.45
1. გოგია ნაზირიშვილი - ნაზირ ტეტიას შვილი
2. მოურავი - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში; ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38 მოურავი იყო და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.
3. ნაზირი (არაბ.) - იგივე ეზოსმოძღვარი. შემოიღეს მეფე როსტომის დროს. მეფის სალაროსა და სახლ-კარის ზედამხედველი; ეზოს მოძღვარი; მეთვალყურე მეფის ხარჯისა და დარბაზის რიგისა. სამეურნეო ფუნქციების მოხელე; სალაროს ნაზირი, ქარხნის ნაზირი, ჩარფა ნაზირი - უმიკაშვილისა და ჩუბინაშვილის განმარტებით ,,ოთხფეხთა ზედამხედველი არის“ მისი საქმიანობა დაკავშირებულია მეფის მეცხენეობასთან და მეცხვარეობასთან (სარგო წელიწადში ერთი კვიცი). განაგებდნენ მეფის საწყობებს. ამარაგებდნენ სასახლეს, აგროვებდნენ გადასახადებს. ექვემდებარებოდა სახლთუხუცესს