ქაღალდი
ნაცრისფერი ქაღალდი, დაწერილი შავი მელნით
მძიმე ადგილ-ადგილ
მოღწეულია სრულად, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონს უპე (1797), ივლისის კე (25)
რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1826 წ. 31 მარტს, სოვეტნიკი შერმაზან აფხაზოვი
იასაული (თურქ.) - ქართულად მანდატური, ბოქაული, ხელჯოხიანი. იგი ადმინისტრაციულ-პოლიციური სამსახურის ყველაზე დაბალი და გავრცელებული მოხელე იყო. საპოლიციო ხასიათის სამუშაოს აღმსრულებელი, რომელიც ეშიკაღასბაშის უწყებაში შედიოდა. თბილისში სპეციალური საიასაულო სახლი იყო, სადაც დასაკითხად მiჰყავდათ დამნაშავეები. იასაული იყო განაჩენების და მეფის ბრძანების აღმსრულებელი. მას აგრეთვე აგზავნიდნენ წერილისა თუ ბრძანების ადგილზე გადასაცემად, ვინმეს გამოსასახლებლად. ისინი მრავალ უწყებას ემსახურებოდნენ. სამეფო იასაულები გათვალისწინებული იყო 23 იასაული, სადედოფლო - 17. გარდა ამისა იასაულები ჰყავდათ ერისთავებსაც
საძმო - საერთო საქმის, მიზნის, რწმენის და ა. შ. გარშემო გაერთიანებულ ადამიანთა ერთობლიობა