ქაღალდი
ჭვირნიშნიანი და ვერჟერიანი თეთრი ქაღალდი, შესრულებული ყავისფერი და შავი მელნით
წერტილი და წერტილმძიმე ადგილ ადგილ
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონს უპე (1797), ივლისის კდ (24)
მოგვიანებით 1798 წ. 30 აგვისტოს ბრძანებას ამტკიცებს გიორგი XII
ერეკლე II-ის მიერ გაცემული საბუთები, 1736-1797 წლები, 2008 წ. გვ.229.
მეფის მიმართვა თელაველებისადმი: ,,ერთობით თელაველნო, რომელმაც თქვენს ვენახზე, მინდორზე, ქერზე, პურზე, ბოსტანზე ძალი მოინდომოს, შეიყრებოდეთ, დახვდებოდეთ, გალახავდეთ და ჩოხის სარტყელს და ქუდსაც წაართმევდეთ; ნურავის გაეგლეჯინებით … თორემ თავადიშვილებს ათ-ათ თუმანს წაგართმევდეთ; თუნდ ჩვენი ყულუხჩი იყოს, თუნდ დედოფლისა, ნურას გზით ნუ შეარჩენთ".