ქაღალდი
ქაღალდი ყვითელი ყავისფერი ლაქებით, დაწერილი ყავისფერი მელნით
ორი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონი უნბ (1764), ივლისის კგ (23)
1. რეგისტრირებული რუსული ადსმინისტრაციის მიერ 1818 წ. 12 ივნისს.
2. სახასო (ყმა-მამული) -სამეფო სახლის საკუთრება, რომლის განკარგვა მხოლოდ მეფეს შეეძლო; ფეოდალის სახლის საერთო - საგვარეულო ქონება.
3. ბეითალმანი (არაბ) - ამოვარდნილი, უპატრონო ადგილი, სახლ-კარი; უმემკვიდრეოდ დარჩენილი ამოწყვეტილი ოჯახის ადგილ-მამული.
4. მოურავი - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38 მოურავი იყო და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.