ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ოქმი ერეკლე II-ისა ეშიკაღასბაშ თამაზისადმი სამახარობლო სამოასილოს თეთრიდან ფრიდონბეგ მელიქისშვილისთვის თორმეტი თუმნის მიცემის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1797 წ. 22 ივნისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
შიფრი
1448/10437
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
8; 9; 16
მასალა

მწვანე ქაღალდი ჭვირნიშნით და ვერჟერით, შესრულებული ყავისფერი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
74X160; რესტავრირებული: 99X180
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

რესტავრირებული

მითითებული თარიღი

 ქორონიკონს უპე (1797), თიბათვის კბ (ივნისის 22).

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

ეშიკაღასბაში (ოსმალ. ეშიკ - ზღურბლი.  აღა -ნ ბარონი, ბაში - თავი)  – იგივე მანდატურთუხუცესი, მეფის კარზე წესრიგის მეთვალყურე საპოლიციო აპარატის მოხელე; მეფის კარის დაცვის უფროსი.   ეშიკაღასბაშის მოვალეობაში შედიოდა სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის სისრულეში მოყვანა. იასაულების გაგზავნა სამართლის აღსასრულებლად. ვახტანგ მეფის სამართლის წიგნის მიხედვით ეშიკაღასბაშს ევალებოდა გაფანტული ყმების მოგროვება და პატრონისთვის დაბრუნება. სამეფო ეშიკაღასბაშის გარდა იყო ორი სახის ეშიკაღასბაში: ხალვათხანის (ორი) და  არმის (ორი).   ეშიკაღასბაში როგორც ტერმინი XVII ს-ში როსტომ მეფემ შემოიღო. ექვემდებარებოდნენ: ბოქაულთუხუცესი, ბოქაული, სოიბათიასაული, ყორიასაული, იასაული, მემანდარი, ყაფიჩი.  ძირითადად სასახლის მოხელეებად ითვლებოდნენ, თუმცა ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ მოხელეებადაც (კახეთის, ქართლის) იყვნენ. ყველა სახის ეშიკაღასბაში საპოლიციო აპარატის მოხელეები არიან. არმისა (სასახლის) და ხალვათხანის ქარხნების) ეშიკაღასბაშები სასახლის ხელშინაური მოხეელები არიან

მოასილი (იგივე მზევალი) - გადასახადების ამკრეფი, დაბალი ჩინის საპოლიციო აპარატის მოხელე, იასაულის მსგავსი, შედიოდა ეშიკაღასბაშის დაქვემდებარებაში 

სამოასილო - მოასილის მიერ აკრეფილი სხვადასხვა სახის  გადასახადები.