ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

განაჩენი ერეკლე II-ისა ქეშიკჩიბაშ იოანე აბაშიძის და მოურავ ზაალ ანდრონიკაშვილის წისქვილების განაწილების და სადავო მამულის საზღვრების ფიცით დადგენის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1794 წ. 17 დეკემბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/453
მასალა

ყავისფერი ქაღალდი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი და მძიმე ადგილ-ადგილ

მდგომარეობა

მოღწეულია სრულად, რესტავრირებული

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უოვ (1788), ივნისის კზ (27)

დამტკიცება

მდივანბეგები: ქაიხოსრო ანდრონიკაშვილი, დავითი;  მდივნები - სულხან თუმანიშვილი; სოლომონი 

ხელრთვა
ბეჭედი
გამოცემები

ისიდორე დოლიძე, ქართული სამართლის ძეგლები, ტ.V, 1974 წ. გვ.650-651

შენიშვნა

1. მინაწერი ფანქრით ზედა აშიაზე: ,,ლიზა აბაშიძის  არის“.

2. ქეშიკჩიბაში - სამეფო კარის მცველთა უფროსი.

3. წისქვილი - ძლიერი სოფლის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი, უკვე \++ ს-დან. წისქვილი განსაზღვრავდა სოფლის ეკონომიკურ სიძლიერეს. დიდ სოფლებში ზოგჯერ ორი ან სამი წისქვილი იყო და რამდენიმე სოფელს ემსახურებოდა. ამიტომ მეწისქვილეობა რთული და საპასუხისმგებლო საქმიანობა იყო და იგი მეტწილად თავისუფლდებოდა საფეოდალო და საეკლესიო  გადასახადებისგან. სოფლის გაყიდვის ან შეწირვის შემთხვევაში, სათანადო საბუთში წისქვილი აუცილებლად აღინიშნებოდა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მდინარე მტკვარზე გამართულ წისქვილებს.