ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ბრძანება ერეკლე II-ისა საბეჭდავის იჯარადარისადმი, რევაზ ამილახვრისთვის ყოველწლიურად გორის საბეჭდავის იჯარიდან თხუთმეტისთავის ბოძების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1764 წ. 17 ივნისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1461,12/8, 3r-4v
მასალა

ქაღალდი ყავისფერი, დაწერილი შავი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი და მძიმე ადგილ-ადგილ.

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.

მითითებული თარიღი

ქორონიკონი უნბ (1764), ივნისის იზ (17).

ბეჭედი
შენიშვნა

 1.საბუთი გადაწერლია პოლიევკტოს კარბელაშვილის მიერ 1888-1898 წწ.-ში.

2. საბუთის შინაარსიდან ჩანს, რომ  საბეჭდავების/ბეჭდების იჯარა შემოიღო მეფე ერეკლემ 1764 წ.: ,,რადგან ეს საბეჭდავი ახალი შემოღებული იყო, ეს თხუთმეტისთავი ჩვენ გაუჩინეთ და უბოძეთ. ამ საბეჭდავის იჯარადარო, რაც საბეჭდავისა მოვიდოდეს ხოლმე იმის ანგარიშიდამ თხუთმეტისთავს ამილახვარს რევაზს მისცემდეთ ხოლმე. ამ წელს იქით უნდა მიეცემოდეს".

3. იჯარა – უძრავი ქონების დროებით დაქირავება რაიმე განსაზღვრული ფასით და ვადით სათანადო ხელშეკრულების გაფორმებით;მ არენდა.

4. იჯარადარი (არაბ/სპარ.) - პირი, რომელიც იჯარით იღებდა ქონებას.