ქაღალდი
ცისფერი ქაღალდი, დაწერილი შავი მელნით
წერტილი რამდენიმე ადგილას; ტექსტის ბოლოს წერტილ-მძიმე
მოღწეულია სრულად, რესტავრირებული
ქორონიკონს უოდ (1786), სექტემბრის 8
ექსცერპტი, ფ.1451,2ა/25, 4r, ბოდბის წმიდა ნინოს ეკლესია
მოურავი - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38 მოურავი იყო და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი