ქაღალდი
ჭვირნიშნიანი ნაცრისფერი ქაღალდი, შესრულებული შავი და ყავისფერი მელნით
წერტილი ადგილ ადგილ
მოღწეულია სრულად, რესტავრირებული
ქორონიკონს უპე (1797), მაისის თ (9)
გიორგი XII
ერეკლე II-ის მიერ გაცემული საბუთები, 1736-1797 წლები, 2008 წ. გვ.226.
1. მოურიგებლობის შემთხვევაში მამულის გაყოფა სასამართლოს წესით მოხდებოდა.
2. ბრძანების აღსრულება დაევალა ეშიკაღასბაშ რევაზს [ენდრონიკაშვილს].
3. მოურავი - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38 მოურავი იყო და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.
4. საუმცროსო - გაყრის დროს უმცროსი ძმის წილი მამისეული სახლის ჩათვლით
5. საუფროსო - გაყრისას ქონების თანასწორად გაყოფის წინ უფროსი ძმისთვის მიკუთვნებული ქონების ნაწილი - ყოველ ოც კომლ გლეხზე ერთი საუკეთესო კომლი
5. საშუალო - გაყრის შემდეგ დარჩენილი მამულის თანაბრად განაწილება და ძმებს შორის რიგითობით მიკუთვნება