ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა ნიკოლოზ ჩერქეზიშვილისა გაქცეული თათარი ყმების შეკრების და მისთვის გადაცემის თაობაზე. ოქმი ერეკლე II-ისა ეშიკაღას აიდემურ ბებურიშვილისადმი თათარი ყმების მოგროვებისა და მებატონისთვის დაბრუნების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1797 წ. 5 მარტი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1450, 26/147, 133 rv
მასალა

ნაცრისფერი ქაღალდი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი რამდენიმე ადგილას

მდგომარეობა

მოღწეულია სრულად, კარგ მდგომარეობაში

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უპე  (1797), მარტის ე (5)

ბეჭედი
შენიშვნა

1. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1820 წ. 21 დეკემბერს, სოვეტნიკი თეიმურაზ ბაგრატიონი

2. ეშიკაღასბაში (ოსმალ. ეშიკ - ზღურბლი.  აღა - ბატონი, ბაში - თავი)  – იგივე მანდატურთუხუცესი), მეფის კარზე წესრიგის მეთვალყურე საპოლიციო აპარატის მოხელე; მეფის კარის დაცვის უფროსი.   ეშიკაღასბაშის მოვალეობაში შედიოდა  სამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის სისრულეში მოყვანა. იასაულების გაგზავნა სამართლის აღსასრულებლად. ვახტანგ მეფის სამართლის წიგნის მიხედვით ეშიკაღასბაშს ევალებოდა გაფანტულიყმების მოგროვება და პატრონისთვის დაბრუნება. სამეფო ეშიკაღასბაშის გარდა იყო ორი სახის ეშიკაღასბაში: ხალვათხანის (ქარხნების) ორი და  არმის (სასახლის) ორი.   ეშიკაღასბაში როგორც ტერმინი XVII ს-ში როსტომ მეფემ შემოიღო. ექვემდებარებოდნენ: ბოქაულთუხუცესი, ბოქაული, სოიბათიასაული, ყორიასაული, იასაული, მემანდარი, ყაფიჩი.  ეშიკაღასბაშები სასახლის ხელშინაური მოხეელები არიან