ქაღალდი
ნაცრისფერი ქაღალდი, დაწერილი შავი მელნით
წერტილი ოთხგან
მოღწეულია სრულად, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონსა უპე (1797); მარტის დ (4)
გიორგი XII
ერეკლე II-ის მიერ გაცემული საბუთები, 1736-1797 წლები, 2008 წ. გვ.225.
1. დოკუმენტი გადაწერილია XIX-ის დასაწყისში.
2. წყალობას ახლავს სამიმბაშო შემოსავლის ნუსხა.
3. პირი, ფ.1753/71, გვ.174
4. პირი, ხეც, 760ბ.
5. მიმბაში/მინბაში (თურქ.) - ათასისთავი, ციხისთავი; მინბაში თავისი შინაარსით ციხის უფროსს, ციხის თავს ნიშნავს. მათ მეციხოვნეები ექვემდებარებოდნენ. მინბაშის უპირველესი ამოცანა იყო ციხე-სიმაგრე მოემარაგებინა მცველებით, იარაღით, პროდუქტებით. მინბაში მეფის შემდეგ ერთადერთი ბატონ-პატრონი იყო ციხისა. მინბაშს ქართული ტერმინი ციხისთავი არ განუდევნია და საბუთებში ხშირად გვხვდება ორივე სახელი. XVIII-ის II ნახ.-ში მისი მნიშვნელობა შეიცვალა და როცა ერეკლე II-ემ მორიგე ჯარი შექმნა, ჯარის უფროსებად მინბაშები დააყენა, ერეკლემ მათ დაავალა მორიგე ჯარის გაწვრთნა და ჯარში წესრიგის დაცვა. მაშასადამე მინბაშები ციხის უფროსობის გარდა ჯარის სამხედრო მეცადინეობასაც ხელმძღვანელობდნენ. ისინი სამეფო სამხედრო უწყების მოხეელები იყვნენ და საპატიო მოხელეებად ითვლებოდნენ. მინბაში ზოგჯერ ქალაქის კომენდანტადაც ინიშნებოდა
6. უზბაში (თურქ.) - ასისთავი, ასეულის უფროს; იგი მინბაშის ხელქვეითი მოხელე და სამხედრო უწყებას ეკუთვნოდა. XVII ს-ში მეფის მცველთა რაზმის უფროსი; საქართველოში ყოფილა სამი უზბაში. თითოეულ მათგანს ორმოცი მეთოფე ჰყოლია. XVIII ს-ში ერეკლე II-ის დროს ფუნქცია შეეცვალა და ჯარის ასეულის უფროსი გახდა. მის მოვალეობას შეადგენდა ჯარისკაცების წესრიგზე ზრუნვა. საბუთებში გვხვდება როგორც უზბაში ისე ასისთავი