ქაღალდი
ცისფერი ქაღალდი, დაწერილი შავი მელნით.
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.
ქორონიკონი უპდ (1796), მარტის იზ (17).
1. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1820 წ. 13 თებერვალს, სოვეტნიკი თეიმურაზ ბაგრატოვანი.
2. ეშიკაღასბაში (ოსმალ. ეშიკ - ზღურბლი. აღა -ნ ბარონი, ბაში - თავი) – (იგივე მანდატურთუხუცესი) მეფის კარზე წესრიგის მეთვალყურე საპოლიციო აპარატის მოხელე; მეფის კარის დაცვის უფროსი. ეშიკაღასბაშის მოვალეობაში შედიოდასწასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის სისრულეში მოყვანა. იასაულების გაგზავნა სამართლის აღსასრულებლად. ვახტანგ მეფის სამართლის წიგნის მიხედვით ეშიკაღასბაშს ევალებოდა გაფანტულიყმების მოგროვება და პატრონისთვის დაბრუნება. სამეფო ეშიკაღასბაშის გარდა იყო ორი სახის ეშიკაღასბაში: ხალვათხანის (ქარხნების) ოეი და არმის (სასახლის) ორი. ეშიკაღასბაში როგორც ტერმინი XVII ს-ში როსტომ მეფემ შემოიღო. ექვემდებარებოდნენ: ბოქაულთუხუცესი, ბოქაული, სოიბათიასაული, ყორიასაული, იასაული, მემანდარი, ყაფიჩი. ძირითადად სასახლის მოხელეებად ითვლებოდნენ.
3. მოურავი - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38 მოურავი იყო და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.
4. ყორიასაულბაში (თურქ.) - პოლიციის ხელჯოხიანი (,,პყრობისა და რისხვის") საპატიო მოხელე, იასაულების უფროსი; ეძლეოდა მნიშვნელოვანი საგარეო ხასიათის დავალებები. სავარაუდოდ მათ ელჩებად აგზავნიდნენ მეზობელ ქვეყნებში. ეშიკაღასბაშის მოადგილე.
5. შვიდეული - შვიდი ერთეულის შემცველი, (შვიდეულად - ერთი შვიდად, შვიდმაგად, უმეტესად გადასახადები); დამსახურებული პირის გაქურდვის შემთხვევაში ქურდის მიერ მოპარულის შვიდეულად (შვიდმაგად) ანაზღაურება.