ქაღალდი
ნაცრისფერი ქაღალდი, დაწერილი შავი მელნით
წერტილი ადგილ-ადგილ
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონსა უჲვ (1778), დეკემბრის ი (10)
ბატონიშვილები: ლეონი, იულონი, ვახტანგი, დავითი; მარტყოფის მოურავი ჩერქეზიშვილი
1. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1825 წ. 22 იანვარს, სოვეტნიკი შერმაზან აფხაზოვი.
2. მინაწერი: ,,ესე ბატონის ბძანება და წყალობა მეც მარტყოფის მოურავმან ჩერქეზიშვილმან ვათავეთ".
3. ბეითალმანი (არაბ) - ამოვარდნილი, უპატრონო ადგილი, სახლ-კარი; უმემკვიდრეოდ დარჩენილი ამოწყვეტილი ოჯახის ადგილ-მამული
4. თუშმალი - სამეფო სამზარეულოს მოხელე, მზარეულების უფროსი. ,,სურსათის მიმცემი მოხელე, მოხელე, რომელიც აგემოვნებს საჭმელს და შემდეგ მიართმევს მეფეს“. მზარეულთუხუცესი. იგი ამარაგებს სამზარეულოს პროდუქტებით და თვალყურს ადევნებს მათი წესის მიხედვით დახარჯვაზე, ოთხი თუშმალი ემსახურებოდა მეჯლისს. ისინი აკონტროლებდნენ სამზარეულოში მომუშავე მზარეულებს, წყლის მზიდავებს, მეშეშეებს მეთეფშეებს და სხვა