ქაღალდი
ნაცრისფერი ქაღალდი, დაწერილი შავი მელნით
წერტილი და მძიმე ადგილ-ადგილ
სრული
ქორონიკონსა უპგ (1795), იანვრის ლა (31)
ერეკლე II
ისიდორე დოლიძე, ქართული სამართლის ძეგლები, ტ.V, 1974 წ. გვ.651-653.
1. გოგია ამირეჯიბს დაეკისრა შუა აზნაურის სისხლის გადასახადი: ,,შუა აზნაურის ერთი ქერის მარცვლის ჭრილობა თექვსმეტი მინალთუნი არის; გლახას ხელის ჭრილობა თექვსმეტი მარცვლის ზომა იყო ... და სამართალი ერთი ორად უჩენს, ამისთვის შეუორკეცა რომ გვარიშვილობისთვის მიეცა, რადგან მისის უმაღლესობის ალამდარია და სამსახურში განწესებული“.
2. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1824 წ. 8 თებერვალს N105; სოვეტნიკი დიმიტრი თარხანოვი .
3. სისხლი, სისხლის გაჩენა - ქართული იურიდიული ტერმინი, ფულადი ან ქონებრივი საზღაურის რაოდენობის განსაზღვრა, რომელიც დამნაშავეს უნდა გადაეხადა დაზარალებულისთვის ფიზიკური ზიანის მიყენების გამო