ქაღალდი
ქაღალდი ნაცრისფერი, დაწერილი შავი მელნით
წერტილი ორგან
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონს უპდ (1796), ნოემბრის ვ (6)
1. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1821 წ. 28 იანვარს, სოვეტნიკი გაბრიელ რატიევი.
2. პირი, ფ. 1449/980
3. მეითარი (სპარს.) - მეფის გარდერობის მოხელე, მეფის წინ მდგომი და საჭირო ნივთების მიმწოდებელი; მეფის განუყრელი პირადი მსახური. მეითარმა შეცვალა ეჯიბი როსტომ მეფის დროიდან. იგი მეფესთან დაახლოებული პირი იყო და ზოგჯერ მეფე სერიოზულ დავალებას აძლევდა. მეითარი ხელშინაური მოხელეა. ის თითქმის მუდმივად მეფესთან იმყოფება პირის დაბანისას, დაწოლისას, ადგომისას. ამიტომ იგი მეფესთან დაახლოებული და მნიშვნელოვანი თანამდებობის პირია