ქაღალდი
მწვანე ქაღალდი ჭვირნიშნით, შესრულებული შავი მელნით
წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ
რესტავრირებული
ქორონიკონს უპდ (1796), ოქტომბრის ლ (30)
მოგვიანებით ამტკიცებს 1798 წ. 16 მაისს გიორგი XII
მოურავი - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38 მოურავი იყო და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი