ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ბრძანება ერეკლე II-ისა მელიქ დარჩიასადმი მილახვარ იოსებ ყორღანაშვილისთვის დაკარგული ნასყიდობის სიგელების განახლების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1796 წ. 12 ოქტომბერი.
ტექსტის მატარებელი

ქღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1450, 11/153; 156rv
მასალა

ნაცრისფერი ქაღალდი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრულად, კარგ მდგომარეობაში

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უპდ (1796), ოქტომბრის იბ (12)

ბეჭედი
შენიშვნა

1. ამონაწერი საბუთის ,,თხრობის“ ნაწილიდან: ,,დაჰნიმის დავთარი“ გასინჯე, იმ დავთარში ეწერება  და იქიდამ დაკარგულის სიგელების  მაგიერი გაუახლებინე,  ,,დაჰნიმის დავთარში“ ყველა გარჩევით ეწერება“;

2. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1822წ. 1 ნოემბერს, სოვეტნიკი გაბრიელ რატიევი.

3. მელიქი - ქალაქის თავი, რომელიც მოსამართლის ფუნქციებსაც ითავსებდა სამოქალაქო საკითხებში. ევალებოდა ქალაქში სისუფთავისა და წესრიგის დაცვა. თბილისის სომეხ-ვაჭარ-ხელოსანთა მეთაური. საქართველოში სამოხელეო წყობილებაში XVI ს-შიშემოვიდა, რომელიც მემკვიდრეობითი იყო

4. მილახვარი - სამხედრო მოხელე, სარდლის მოადგილე; სამხედრო უწყების ხელმძღვანელი. ეს სახელო ჩამოყალიბდა XVIII-ის  II ნახევარში. ისინი აგრეთვე ასრულებდნენ სამეფოს სამეურნეო-საფინანსო საქმეებში - ამ უწყების არც ერთი მნიშვნელოვანი საქმე არ გადაწყდებოდა მილახვრისა და მიშკარბაშის გარეშე