ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

განაჩენი ერეკლე II-ისა დიმიტრი გარაყანიძის სადავო ყმების საქმის დაფიცებით გადაწყვეტის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1788 წ. 1 ივნისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1450, 17/157 161v-162r
მასალა

ცისფერი ქაღალდი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
2
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ორგან

მდგომარეობა

სრული

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უოვ (1788)  ივნისის ა (1)

ბეჭედი
შენიშვნა

1. 1788 წ. 13 ივნისს განაჩენის მოასილად დანიშნულმა ყორიასაულბაშმა ლუარსაბ ფაჩბაძემ ანჩისხატის ეკლესიაში მოფიცრები მიიყვანა და ფიცის შედეგად ყმები გარაყანიძეს მიეკუთვნა.

2. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1820 წ. 10 ივლისს, სოვეტნიკი დიმიტრი თარხანოვი.

3. ვაზირი/ვეზირი (არაბ. სპარს.) - ეს ტერმინი არაბებისგან შემოვიდა XII ს-ის  საქართველოში და მას  ხელისუფალთა შორის პირველი ადგილი ეჭირა. ,,ვაზირი" ქართულად მინისტრთა საზოგადო სახელად იქცა და არაბთა სახალიფოსგან განსხვავებით, სადაც ხალიფას მხოლოდ ერთი ვაზირი ჰყავდა, საქართველოში რამდენიმე ვაზირი ყოფილა. თამარ მეფის დროს ოთხი ვაზირი ყოფილა: მწიგნობართუხუცესი, ამირსპასალარი, მანდატურთუხუცესი, მეჭურჭლეთუხუცესი. მას შემდეგ კი როცა თამარ მეფემ ათაბაგობა შემოიღო, ვაზირების რაოდენობა  ხუთი გახდა. ხოლო რუსუდანის მეფობის (1223-1245 წწ.) დროს მათი რაოდენობა ექვსი ყოფილა. უპირველესი ვაზირი მწიგნობართუხუცესი იყო, რომელსაც ემორჩილებოდნენ დანარჩენი ვაზირები. შემდეგ იყვნენ ,,სამნი ვაზირნი" - ათაბაგი, ამირსპასალარი და მანდატურთუხუცესი. მათ მოჰყვებოდნენ ოდნავ მცირედი რანგით ,,ვაზირნი ორნი" - მეჭურჭლეთუხუცესი და მსახურთუხუცესი. ,,ვაზირობა“ საქმის გარჩევას ნიშნავს

4. მუსტაფი/მუსტოფი (არაბ) - პირობის წერილის დამამტკიცებელი ბეჭდით. საბუთზე ბეჭდის დამსმელი; ანგარიშების დამწერი მთავარი მოხელე; მდივანთა უფროსი. მუსტოფის მოვალეობას ,,ციხის მეთოფეთა“ აღწერაც ევალებოდათ. გაზაფხულზე მეჯოგესთან და ჩარფა ნაზირთან ერთად კვიცების აღწერა და დადაღვა ევალებოდა. მას მორდარის მსგავსად საბუთებიც უნდა დაებეჭდა. მეფის მეურნეობის ყველა დარგის შესახებ ანგარიშს აწარმოებდა და შექონდა თავის დავთარში