ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა მდივნების: ესავ და იოანესი, ქრცხინვალის მამასახლის ღვთისავარ ლალაშვილის მიერ ვალის დაბრუნების თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა სახლთუხუცეს გიორგი აბაშიძისადმი მამასახლის ლალაშვილისთვის ვალის გამორთმევის ან დაგირავებული მამულის გამოსავლის ესავისთვის მიცემის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1796 წ. 20 სექტემბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1449/3046
მასალა

მოყვითალო ქაღალდი, ჭვირნიშნით და ვერჟერით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
203x103
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

 წერტილი და მძიმე ადგილ ადგილ

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უპდ (1796), ენკენისთვის კ (სექტემბრის 20) 

ბეჭედი
შენიშვნა

1. სახლთუხუცესი იგივე აბრამადი. მეფის კარის მოხელე; მეფის სასახლის მმართველი, მასვე ექვემდებარებოდა სამეფოს შემოსავალ-გასავალი და მასთან დაკავშირებული მოხელე-მოსაქმენი. სამეურნეო-საფინანსო ზედამხედველი, სასახლის მსახურთა უფროსი, გვხვდება XV ს-იდან

2. მამასახლისი - ზედამხედველი ქალაქსა და სოფელში, ვინმეს ქონებისა; მოურავის თანაშემწე. არჩევითი მოხელე სოფლად, რომელიც ასრულებდა ადმინისტრაციულ-პოლიციურ მოვალეობებს. ,,საქვეყნოდ გამრიგე" მოხელე ქალაქსა და სოფელში, რომელიც ახორციელებდა როგორც მართველობით ისე სასამართლო ფუნქციებს. მამასახლისი ჰყავდათ როგორც მემამულეებს ასევე ეკლესიებსაც. მამასახლისი მოხელეებს ეხმარებოდა გადასახადების აკრეფაში. იგი მონაწილეობას იღებდა  მხოლოდ სამოქალაქო საქმეების არჩევაში და ზოგ შემთხვევაში მონაწილეობდა განაჩენის აღსრულებაში. ეს მოხელეობა მემკვიდრეობით გადადიოდა. თავისუფლდებოდა გადასახადებისგან. ეხმარებოდნენ მოხელეებს გადასახადების გაწერაში და აკრეფაში. აკრეფილი გადასახადი ქალაქში უნდა ჩაეტანა