ქაღალდი
ნაცრისფერი ქაღალდი, დაწერილი შავი მელნით
წერტილი ოთხი თარიღთან
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონსა უო (1782), იანვრის იე (15)
1. მეფის გადაწყვეტილებით დუქნები მიღდისაშვილებს დარჩათ.
2. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1820 წ. 20 თებერვალს, სოვეტნიკები: თეიმურაზ ბაგრატიონი, დიმიტრი თარხანოვი.
3. მდივანბეგი (თურქ. სპარს.) - სამეფოს უმაღლესი მსაჯული,უფროსი მოსამართლე; სასამართლოს თავმჯდომარე მეფის მუდმივი მოსამართლე; მსაჯულთუხუცესი. მრჩეველი. პირველად იყვნენ ცოტანი, XVIII ს.ში ოცდაათს გადააჭარბა
4. მოქალაქე - იგულისხმებოდა თბილისში მცხოვრები ვაჭრები და ხელოსნები. ერეკლე II ხელს უწყობდა მოქალაქე ვაჭარ-ხელოსანთა უფლებრივ მდგომარეობას, რადგან მათ მიერ შექმნილი დოვლათი აძლიერებდა ქვეყნის ეკონიმიკას. 1770 წ. მეფე ერეკლემ დააკანონა მათთვის ხელსაყრელი საკუთრების ქალაქური წესი - უშვილოდ გარდაცვლილი მოქალაქის ქონება მეფეს აღარ მიჰქონდა, როგორც ეს ძველად იყო, არამედ მოქალაქის თუნდაც შორეულ მემკვიდრეს რჩებოდა