ქაღალდი
ჭვირნიშნიანი ნაცრისფერი ქაღალდი, შესრულებული შავი მელნით
წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ
რესტავრირებული
ქორონიკონს უპდ (1796), სექტემბრის ა (1)
1. მეფის მინაწერი ოქმზე: ,,ამათ ასეთი წიგნები აქვსთ, რომ სხვას აჩხა-მაჩხას წიგნებს არა გავს ამათი წიგნი, ამათ, დიაღ, უცხო წიგნი აქვთ".
2. პირი, ფ. 1449/17, გადამწერი მეარზე იოსებ ქანანოვი.
3. ნაცვალი - მოხელე, ვისიმე მოადგილე. ნაცვლებად მცირე შეძლების აზნაურები ინიშნებოდნენ. ისინი მეთვალყურეობას უწევდნენ ქალაქში წესრიგის დაცვას; სოფლად - მოურავის მოადგილე. ამასთანავე ევალებოდათ უცხო ქვეყნებში წამსვლელ-მომსვლელთა თვალის მიდევნება, რის შესახებაც ყოველდღიურ ანგარიშს აბარებდა მოურავს. გარდა ამისა ევალებოდა ვაჭრების მიერ ვაჭრობის წესების დაცვის მეთვალყურეობა. იგი წესრიგს ამყარებდა დოღისა და საერთოდ საზოგადოებრივი გართობის ადგილებში. მას ზომები უნდა მიეღო ხანძრისა და ეპიდემიების შემთხვევაში.