ქაღალდი
ყავისფერი ქაღალდი ჭვირნიშნით, შესრულებული შავი მელნით
წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ (ოქმში)
რესტავრირებული
ქორონიკონს უპდ (1796), ივლისის ია (11)
1. შენიშვნა: v-ზე გვიანდელი სათაური: ,,მეფის დოკუმენტი კაცებზედ“.
2. ყაფიჩიბაში - მოხელე, ხელჯოხიან მცველთა უფროსი. საპოლიციო აპარატის მოხელე.
3. ყაფიჩი (ოსმ.) - მცველი, მეკარე, საპოლიციო აპარატის ხელჯოხიანი დაბალი ჩინის მოხელე (პოლიციელი), ისევე როგორც იასაული, მხოლოდ უფრო მაღალი რანგის. მას სასახლის დაცვა ევალებოდა. ექვემდებარება ეშიკაღასბაშსა და ბოქაულთუხუცესს. მისი ფუნქცია საპოლიციო ადმინისტრაციული ხასიათისაა. ისინი მეფისა და მისი დარბაზის მცველები არიან. გარდა ამისა მათ ევალებოდათ გადაწყვეტილების და განაჩენების სისრულეში მოყვანა. ყოფილა ერთი ყაფიჩიბაში და 15 ყაფიჩი. ზოგიერთი ცნობით კი 26.
4. ეშიკაღასბაში (ოსმალ. ეშიკ - ზღურბლი. აღა -ნ ბარონი, ბაში - თავი) – (იგივე მანდატურთუხუცესი) მეფის კარზე წესრიგის მეთვალყურე საპოლიციო აპარატის მოხელე; მეფის კარის დაცვის უფროსი. ეშიკაღასბაშის მოვალეობაში შედიოდა სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის სისრულეში მოყვანა. იასაულების გაგზავნა სამართლის აღსასრულებლად. ვახტანგ მეფის სამართლის წიგნის მიხედვით ეშიკაღასბაშს ევალებოდა გაფანტულიყმების მოგროვება და პატრონისთვის დაბრუნება. სამეფო ეშიკაღასბაშის გარდა იყო ორი სახის ეშიკაღასბაში: ხალვათხანის/ქარხნების (ორი) და არმის/სასახლის (ორი). ეშიკაღასბაში როგორც ტერმინი XVII ს-ში როსტომ მეფემ შემოიღო. ექვემდებარებოდნენ: ბოქაულთუხუცესი, ბოქაული, სოიბათიასაული, ყორიასაული, იასაული, მემანდარი, ყაფიჩი. ძირითადად სასახლის მოხელეებად ითვლებოდნენ.
5. ხიზანი - მებატონის რისხვისაგან, მტრის შემოსევისაგან ან ეპიდემიის შედეგად აყრილი და ახალ ადგილს თავშეფარებული