ქაღალდი
ცისფერი ქაღალდი, დაწერილი შავი მელნით
წერტილი ერთგან თარიღის ბოლოს
სრული
ქორონიკონს უპდ (1796), მაისის კვ (26)
კათალიკოსი ანტონ II, ბატონიშვილი გიორგი; მეფის ძე იულონი, მეფის ძე ფარნაოზი, მეფის ძე დავითი
ერეკლე II-ის მიერ გაცემული საბუთები, 1736-1797 წლები, 2008 წ. გვ.219.
1. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1820 წ. 9 ოქტომბერს, სოვეტნიკი დიმიტრი თარხანოვი.
2. დუქანი (არაბ.– სავაჭრო სახლი; სახელოსნო) — მცირე სავაჭრო და სახელოსნო (ზოგჯერ სასადილოც) სახლები თბილისსა და სხვა ქალაქებში XVII საუკუნიდან, როდესაც ტერმინი „დუქანი“ შეენაცვლა ქულბაქს. XVII-XVIII საუკუნეებში ქულბაქი და დუქანი სინონიმები იყო. დასავლეთ საქართველოში დუქანი XIX საუკუნიდან დამკვიდრდა, XVII-XVIII საუკუნეებში კი იმავე მნიშვნელობით იხმარებოდა „ხულა“. რადგანაც დუქანი ერთდროულად სახელოსონოც იყო და სავაჭროც, XVIII საუკუნის ბოლოს თბილისში 50 საფეიქრო ნაწარმის დუქანი ყოფილა.თბილისში დუქნები ეკუთვნოდათ მოქალაქეებს, თავადაზნაურებს და ეკლესიას. თავად-აზნაურები დუქნებს ხშირად ქირით აძლევდნენ მოქალაქეებს, რომლებიც ვაჭრობა-ხელოსნობას აქ ეწეოდნენ. დუქნები ჰქონიათ ყმებსაც, მაგრამ მათ არშეეძლოთ ბატონის ნებართვის გარეშე მისი გაყიდვა, ხოლო მათი უშვილოდგარდაცვალებისშემთხვევაშიდუქანი ბატონს რჩებოდა. დუქნებს მისი პატრონებიხშირად გირაოდ აძლევდნენ მევალეს, რომელიც მრავალი წლის მანძილზეიღებდა ამ დაგირავებული დუქნიდან შემოსავალს. სადუქნე ადგილზე დუქნის აშენებას XVII-XVIII საუკუნეებში მეფის ნებართვა სჭირდებოდა.