ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა გურჯაანელ პაატა ცისკარიშვილისა, მეფეების მიერ მის სახელზე გაცემული აზატობის წიგნების ხელახალი დამტკიცების თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა ქიზიყის მოურავ ზაქარიასადმი ცისკარიშვილის აზატობის წიგნების განახლების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1796 წ. 9 მაისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1461, 13/91, 52r
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
8853; 80; 29
მასალა

მოყვითალო ქაღალდი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უპდ (1796), მაისის თ (9) 

ბეჭედი
შენიშვნა

1. საბუთი გადაწერილია 1881წ. 11 აგვისტოს პოლივკტოს კარბელაშვილის მიერ დონიკე ანდრონიკოვის საოჯახო არქივიდან.

2. მოურავი  - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი  მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში  ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა  სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38  მოურავი იყო   და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი

3. აზატობის წიგნი - ყმობისგან გათავისუფლების წიგნი