ქაღალდი
ქაღალდი ღია ყავისფერი, დაწერილი შავი მელნით
წერტილი და მძიმე ადგილ-ადგილ
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონი უნა (1763), მკათათვის ე (ივლისის 5)
1. ამონარიდი წერილიდან: ,,ჩვენი სიძე და შვილი არის, მაგის უკეთესი ჩვენ ვინ უნდა გვყვანდეს, ჩვენათ რა გაუჭირდება…არჩილ ბატონიშვილი ღ(მერ)თისმაც, ასე რიგათ გამოისტუმრე გზაზე არა დაუმარცხდეს რა…".
2. საბუთი გადაწერლია პოლიევკტოს კარბელაშვილის მიერ 1888-1898 წწ.-ში.
3. დარბაზი - მეფის სათათბირო, შედგებოდა დიდი მოხელეებისა და ფეოდალებისაგან. დარბაზის შემადგენლობა განსაზღვრული არ იყო, რაოდენობა მეფეზე იყო დამოკიდებული. იგი სასამართლოს ფუნქციასაც ასრულებდა. განსაკუთრებული მძიმე საქმეები დარბაზში ირჩეოდა მეფესთან ერთად.
4. დარბაზბატონი - დიდმოხელე, მეფის სათათბიროს წევრი, რომელიც ზოგჯერ ხელმძღვანელობდა თათბირის მიმდინარეობას.