ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

განაჩენი მდივანბეგების და ერეკლე II-ისა იოსებ თუმანიშვილსა და მზარეულ შაქარას შორის სადავო ყმის მდივან იოსებისთვის მიკუთვნების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1776 წ. 9 ივნისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1450, 46/148; 107rv
მასალა

ნაცრისფერი ქაღალდი, დაწერილი შავი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უჲდ (1776), თიბათვის თ, (ივნისის 9).

ბეჭედი
შენიშვნა

1. განაჩენს ახლავს: ა.) მეფის ბრძანება იასაულ სვიმონ ამირეჯიბისადმი, სამართლის აღსრულების შესახებ. ბ. ) ბარათი სვიმონ ამირეჯიბის მეფის ბრძანების და გადაწყვეტილების თანახმად მდივანი იოსებისთვის ყმის მიბარების შესახებ.

2. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1826 წ. 31 მარტს, სოვეტნიკი შერმაზან აფხაზოვი.

3. მდივანი (არაბ. - სახელმწიფო საბჭო, სამეფო კანცელარია) - საპატიო მოხელე, რომელიც სამეფო კარზე და სახელმწიფო დაწესებულებებში  ადგენდა სხვადასხვა სახის დოკუმენტებს; საამისოდ ის გადიოდა საგანგებო მომზადებას; მდივნისათვის აუცილებელ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა: დიდი განათლება, ენების ცოდნა და სამდივნო საქმეში დახელოვნება. ყველა მდივანი თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ და უხუცესი არ ჰყავდათ. ქართლ-კახეთში ექვსი მდივანი ჰყოლიათ. ერეკლე II-ის დროს მათი რიცხვი ათამდე გაზრდილა. მდივანი არა მარტო ადგენდა საბუთებს, არამედ უშუალო მონაწილეობასაც ღებულობდა ამა თუ იმ ღონისძიების გატარებაში.  მდივნობა შემოსავლიანი და საპატიო სახელო იყო. მდივნობა მემკვიდრეობით გადადიოდა.