ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

"სოლოლაკის წყალზე“ თოფისწამლის ქარხნის და წისქვილის ასაშენებელი ადგილის წყალობის წიგნი ერეკლე II-ისა ისაი აღა თაყოაშვილისადმი.

საუკუნე
XVIII
წელი
1796 წ. 1 აპრილი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1449/1036
მასალა

ნაცრისფერი ქაღალდი ჭვირნიშნით და ვერჟერით, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

 წერტილი და მძიმე ადგილ ადგილ

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უპდ (1796), აპრილის ა (1) 

ბეჭედი
შენიშვნა

1. დოკუმენტი გადაწერილია XIX ს-ის დასაწყისში.

2. პირი, ფ. 1450, წიგ. 18/15, გვ.18v-19r.

3. წისქვილი - ძლიერი სოფლის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი, უკვე XII ს-დან. წისქვილი განსაზღვრავდა სოფლის ეკონომიკურ სიძლიერეს. დიდ სოფლებში ზოგჯერ ორი ან სამი წისქვილი იყო და რამდენიმე სოფელს ემსახურებოდა. ამიტომ მეწისქვილეობა რთული და საპასუხისმგებლო საქმიანობა იყო და იგი მეტწილად თავისუფლდებოდა საფეოდალო და საეკლესიო  გადასახადებისგან. სოფლის გაყიდვის ან შეწირვის შემთხვევაში, სათანადო საბუთში წისქვილი აუცილებლად აღინიშნებოდა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მდინარე მტკვარზე გამართულ წისქვილებს.

4. თოფისწამალი - დენთი გვარჯილისაგან შემზადებული გასატენად თოფთა, ზარბაზანთა. დავით ჩუბინაშვილი, განმარტებითი ლექსიკონი, 1890 წ.