ქაღალდი
ნაცრისფერი ქაღალდი, დაწერილი შავი მელნით
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონს უპდ (1796), თებერვლის გ (3)
1. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1823 წ. 9 სექტემბერს, სოვეტნიკი დიმიტრი თარხანოვი.
2. მელიქი - ქალაქის თავი, რომელიც მოსამართლის ფუნქციებსაც ითავსებდა სამოქალაქო საკითხებში. ევალებოდა ქალაქში სისუფთავისა და წესრიგის დაცვა. თბილისის სომეხ-ვაჭარ-ხელოსანთა მეთაური. საქართველოში სამოხელეო წყობილებაში XVI ს-შიშემოვიდა, რომელიც მემკვიდრეობითი იყო
3. მოქალაქე - იგულისხმებოდა თბილისში მცხოვრები ვაჭრები და ხელოსნები. ერეკლე II ხელს უწყობდა მოქალაქე ვაჭარ-ხელოსანთა უფლებრივ მდგომარეობას, რადგან მათ მიერ შექმნილი დოვლათი აძლიერებდა ქვეყნის ეკონიმიკას. 1770 წ. მეფე ერეკლემ დააკანონა მათთვის ხელსაყრელი საკუთრების ქალაქური წესი - უშვილოდ გარდაცვლილი მოქალაქის ქონება მეფეს აღარ მიჰქონდა, როგორც ეს ძველად იყო, არამედ მოქალაქის თუნდაც შორეულ მემკვიდრეს რჩებოდა