ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა მდივან იესესი, უსამართლოდ წართმეული გავაზელი ყმების დაბრუნების თაობაზე ოქმი ერეკლე II-ის ნაზირ ქაიხოსროსადმი, გავაზიდან ყმების აყრის და პატრონისთვის დაბრუნების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1763 წ. 21 მაისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1450, 26/41,39 rv
მასალა

ქაღალდი ნაცრისფერი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

ქორონიკონი უნა (1763), მაისის კა (21)

ბეჭედი
შენიშვნა

1. რეგისტრირებულია რუსული ადმინისტრაციის მიერ 1821წ. 15 იანვარს, სოვეტნიკი გაბრიელ რატიევი.

2. მინაწერი: ნამდვილი წერილი მივიღე, თ(ავადი) მსაჯულის შვილი დავით ბარათოვი".

3. მდივანი (არაბ. - სახელმწიფო საბჭო, სამეფო კანცელარია) - საპატიო მოხელე, რომელიც სამეფო კარზე და სახელმწიფო დაწესებულებებში  ადგენდა სხვადასხვა სახის დოკუმენტებს; საამისოდ ის გადიოდა საგანგებო მომზადებას; მდივნისათვის აუცილებელ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა: დიდი განათლება, ენების ცოდნა და სამდივნო საქმეში დახელოვნება. ყველა მდივანი თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ და ,,უხუცესი" არ ჰყავდათ. ქართლ-კახეთში ექვსი მდივანი ჰყოლიათ. ერეკლე II-ის დროს მათი რიცხვი ათამდე გაზრდილა. მდივანი არა მარტო ადგენდა საბუთებს, არამედ უშუალო მონაწილეობასაც ღებულობდა ამა თუ იმ ღონისძიების გატარებაში.  მდივნობა შემოსავლიანი და საპატიო სახელო იყო. მდივნობა მემკვიდრეობით გადადიოდა 

4. ნაზირი (არაბ.) - იგივე ეზოსმოძღვარი. შემოიღეს მეფე როსტომის დროს. სახლ-კარის ზედამხედველი; ეზოს მოძღვარი; მეთვალყურე მეფის ხარჯისა და დარბაზის რიგისა. სამეურნეო ფუნქციების მოხელე; სალაროს ნაზირი, ქარხნის ნაზირი, ჩარფა ნაზირი - პეტრე უმიკაშვილისა და დავით ჩუბინაშვილის  განმარტებით - ,,ოთხფეხთა ზედამხედველი არის“, მისი საქმიანობა დაკავშირებულია მეფის მეცხენეობასთან და მეცხვარეობასთან (სარგო წელიწადში ერთი კვიცი). განაგებდნენ მეფის საწყობებს. ამარაგებდნენ სასახლეს, აგროვებდნენ გადასახადებს. ექვემდებარებოდა სახლთუხუცესს.