ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ბრძანება ერეკლე II-ისა ნაზირ ბარამის შვილ დავითისადმი დალაქ ოთარის ქვრივისათვის ქმრის კუთვნილი ულუფის სრულად მიცემის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1796 წ. 8 იანვარი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/9698
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
4; 6
მასალა

ქაღალდი ნაცრისფერი, შესრულებული შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
153X90;  რესტავრირებული: 182X125
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი და  წერტილმძიმე ადგილ ადგილ

მდგომარეობა

რესტავრირებული

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უპდ (1796),  იანვრის ჰ(8) 

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1. ნაზირი (არაბ.) - იგივე ეზოსმოძღვარი. შემოიღეს მეფე როსტომის დროს.  სახლ-კარის ზედამხედველი; ეზოს მოძღვარი; მეთვალყურე მეფის ხარჯისა და დარბაზის რიგისა. სამეურნეო ფუნქციების მოხელე; სალაროს ნაზირი, ქარხნის ნაზირი, ჩარფა ნაზირი (უმიკაშვილისა და ჩუბინაშვილის  განმარტებით ,,ოთხფეხთა ზედამხედველი არის“, მისი საქმიანობა დაკავშირებულია მეფის მეცხენეობასთან და მეცხვარეობასთან; სარგო წელიწადში ერთი კვიცი). განაგებდნენ მეფის საწყობებს. ამარაგებდნენ სასახლეს, აგროვებდნენ გადასახადებს. ექვემდებარებოდნენ სახლთუხუცესს.

2. ულუფა - სარჩო, გარდაკვეთილი საზრდო; ჯამაგირი ხორაგით; დღიური სარჩო.