ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ოქმი ერეკლე II-ისა დარბაზბატონ ნაზირ დიმიტრისადმი, ქარხნისათვის ფქვილის მოსამარაგებლად გორსა და ცხინვალში ცხენების გაგზავნის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1762 წ. 29 დეკემბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/5119
მასალა

ქაღალდი ყვითელი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
188X154; რესტავრაციის შემდეგ: 212x178
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

ორი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ

მდგომარეობა

მოღწეულია დაზიანებული სახით, რესტავრირებული

მითითებული თარიღი

ქორონიკონი უნ (1762), ქრისტეშობის  კთ (დეკემბრის 29)

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1. ნაზირი (არაბ.) - იგივე ეზოსმოძღვარი. შემოიღეს მეფე როსტომის დროს. ერთ-ერთი საპატიო მოხელე მეფის კარზე, მეფის სალაროს და სახლ-კარის ზედამხედველი; ეზოს მოძღვარი; მეთვალყურე მეფის ხარჯისა და დარბაზის რიგისა. სამეურნეო ფუნქციების მოხელე; სალაროს ნაზირი, ქარხნის ნაზირი, ჩარფა ნაზირი (უმიკაშვილისა და ჩუბინაშვილის  განმარტებით ,,ოთხფეხთა ზედამხედველი არის“) მისი საქმიანობა დაკავშირებულია მეფის მეცხენეობასთან და მეცხვარეობასთან (სარგო წელიწადში ერთი კვიცი). განაგებდნენ მეფის საწყობებს. ამარაგებდნენ სასახლეს, აგროვებდნენ გადასახადებს. ექვემდებარებოდა სახლთუხუცესს.

2. დარბაზბატონი - დიდმოხელე, ზოგჯერ მეფის სათათბიროს უფროსი, რომელიც ხელმძღვანელობდა თათბირის მიმდინარეობას, სათათბიროს წევრი.

3. პირი, 1753/53, გვ.27.