ქაღალდი
ქაღალდი ღია ყავისფერი, დაწერილი ყავისფერი მელნით
წერტილი ადგილ-ადგილ; ერთგან ორწერტილი
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონი უპდ (1796), იანვრის ა (1)
1. საბუთი გადაწერილია XIX-ის დასაწყისში.
2. V-ზე მინაწერი იმავე ხელითა და მელნით: ,,ქ. ამის ასლი ჯუქამისათვის არ გამოვგზავნე“ .
3. ჯუქამი - დანაკლისი, ნაკლი, ზიანი, ზარალი (გაყიდვის დროს)
4. მდივანი (არაბ. - სახელმწიფო საბჭო, სამეფო კანცელარია) - საპატიო მოხელე, რომელიც სამეფო კარზე და სახელმწიფო დაწესებულებებში ადგენდა სხვადასხვა სახის დოკუმენტებს; საამისოდ ის გადიოდა საგანგებო მომზადებას; მდივნისათვის აუცილებელ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა: დიდი განათლება, ენების ცოდნა და სამდივნო საქმეში დახელოვნება. ყველა მდივანი თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ და ,,უხუცესი" არ ჰყავდათ. ქართლ-კახეთში ექვსი მდივანი ჰყოლიათ. ერეკლე II-ის დროს მათი რიცხვი ათამდე გაზრდილა. მდივანი არა მარტო ადგენდა საბუთებს, არამედ უშუალო მონაწილეობასაც ღებულობდა ამა თუ იმ ღონისძიების გატარებაში. მდივნობა შემოსავლიანი და საპატიო სახელო იყო. მდივნობა მემკვიდრეობით გადადიოდა