ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

განაჩენი ერეკლე II-ის და ბატონიშვილ იულონისა, გლახა მახატელის და გოგია ზარდიაშვილის სასისხლო საქმეზე, გარჩეული ვახტანგ VI-ის სამართლის ნგ (53) მუხლის და ერეკლე II-ის მიერ ახლად შემოღებული კანონის გათვალისწინებით

საუკუნე
XVIII
წელი
1795 წ. 13 ნოემბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1449/677
მასალა

ქაღალდი ყვითელი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
2
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ადგილ-ადგილ

მდგომარეობა

სრული

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უპგ (1795), გიორგობის იგ (ნოემბრის 13)

დამტკიცება

 ბატონიშვილი იულონი

ბეჭედი
გამოცემები

1. ისიდორე დოლიძე, ქართული სამართლის ძეგლები, ტ.V, 1974 წ. გვ.670-673,

2.  ერეკლე II-ის მიერ გაცემული საბუთები, 1736-1797 წლები, 2008 წ. გვ.215.

შენიშვნა

 1. საბუთი გადაწერილია XIX ს-ის დასაწყისში ედიშერ ეგნატოვის მიერ.

2. ვახტანგ VI-ის ნგ (53) მუხლი - ,,თუ უსისხლოდ და უცოლშვილოდ სხვას თავის მამულში იყოს და ისრე მოუხდეს, და დამხდომი მოკუდეს, სისხლი და სისხლის მესამედი მისცეს; ისრე ჭრილობისთვის; წანაღებისაც -  ზემორებრ; და თუ მიმხდომი და მისი ასაბია მოკუდეს, ან დაიჭრას სისხლის ნნახევარი მიეცეს".

3. ასაბია - 1. ძველქართულ სამართალში ასაბია ეწოდება თავდამსხმელის დამხმარეს, პიროვნების მიმართ ჩადენილი ძალადობის თანამონაწილეს. 2. მიცვალებულის გასვენებაზე შორიდან მოსული ჭირისუფლის (ნათესავ-მოკეთეთა) მხლებელი.

4.  საბუთის ,,თხრობის“ ნაწილში სრულად არის მოყვანილი ერეკლე II-ის მიერ ახლად შემოღებული  გამკაცრებული კანონი მახვილის ქარქაშიდან ამოღებისთვის; ,,ვინც ჩხუბში მახვილი იხადოს იმას მახვილის ქარქაშიდან ამოღებისთვის რისაც გვარისა იყოს, ხელის სისხლი სარქარისთვის ჯარიმად წაერთვას; თუ მოჰკლას ვინმე, ან დასჭრას იმასაც სისხლი უნდა დაუურვოს“.

5.  იურისტ მიხეილ კეკელიას აზრით, ,,კანონი ,,მახვილის ქარქაშიდან ამოღებისათვის“  დაჭრისა თუ  მკვლელობის მცდელობაზე პასუხისმგებლობის  დაწესებისათვის  პროგრესული კანონმდებლობის დამახასიათებელი ნიშანია“; მიხეილ კეკელია, სასამართლო ორგანიზაცია და პროცესი საქართველოში, წიგნი I, 1970 წ. გვ 65.