ქაღალდი
ჭვირნიშნიანი ქაღალდი ცისფერი, შესრულებული ყავისფერი მელნით
წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ
მოღწეულია სრულად, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონს უპგ (1795), გიორგობისთვის ი (ნოემბრის 10)
ერეკლე II, თუშთ მოურავი დურმიშხანი
ერეკლე II-ის მიერ გაცემული საბუთები, 1736-1797 წლები, 2008 წ. გვ.214
1. ბრძანებას ახლავს 1797 წლის 29 აპრილის ბარათი თუშთ მოურავი დურმიშხანის ერეკლე II-ისადმი, ხორხელსა და ქორეთში ყოდალაშვილების ნასახლარისა და საყდრის შემოსაზღვრის შესახებ.
2. 1797 წ. 4 მაისის ერეკლე II-ის განკარგულებით ყოდალაშვილებს მიეცათ გამიჯნული მამულები.
3. მოურავი - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38 მოურავი იყო და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.