ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

სახელოს და მამულის წყალობის განახლების წიგნი ერეკლე II-ისა მდივან ეგნატე თუმანიშვილისადმი

საუკუნე
XVIII
წელი
1795 წ. 8 ოქტომბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1449/1256
მასალა

ქაღალდი ნაცრისფერი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
2
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

 წერტილი ხშირად

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უპგ (1795), ოქტომბრის ჰ (8)

დამტკიცება

 დედოფალი დარეჯანი, მეფის ძეები: ვახტანგი, ალექსანდრე, გიორგი, იულონი, ფარნავაზი

ბეჭედი
დამწერი
გამოცემები

ერეკლე II-ის მიერ გაცემული საბუთები, 1736-1797 წლები. 2008 წ. გვ.214

შენიშვნა

1. მეფემ მდივან ეგნატეს განუახლა აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის შედეგად დაკარგული წყალობისა და ნასყიდობის სიგელები.

2. საბუთი გადაწერილია XIX ს-ის დასაწყისში.

3. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1820 წ. ნოემბერს.

4. მდივანი (არაბ. - სახელმწიფო საბჭო, სამეფო კანცელარია) - საპატიო მოხელე, რომელიც სამეფო კარზე და სახელმწიფო დაწესებულებებში  ადგენდა სხვადასხვა სახის დოკუმენტებს; საამისოდ ის გადიოდა საგანგებო მომზადებას; მდივნისათვის აუცილებელ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა: დიდი განათლება, ენების ცოდნა და სამდივნო საქმეში დახელოვნება. ყველა მდივანი თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ და ,,უხუცესი" არ ჰყავდათ. ქართლ-კახეთში ექვსი მდივანი ჰყოლიათ. ერეკლე II-ის დროს მათი რიცხვი ათამდე გაზრდილა. მდივანი არა მარტო ადგენდა საბუთებს, არამედ უშუალო მონაწილეობასაც ღებულობდა ამა თუ იმ ღონისძიების გატარებაში.  მდივნობა შემოსავლიანი და საპატიო სახელო იყო. მდივნობა მემკვიდრეობით გადადიოდა 

5. სახელო - მოხელის ჩინი, წოდება; თანამდებობა; საგამგეო - სახელმწიფო მოხელე.