ქაღალდი
მწვანე ქაღალდი ჭვირნიშნით, შესრულებული შავი მელნით.
წერტილი ადგილ ადგილ
მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული
ქორონიკონი უპგ (1795), თიბათვის კზ (ივნისის 27)
1. გვიანდელი მინაწერი: ,,ეს ბატონის ბრძანება ნეკრესელს მკათათვის (ივლისის) გ (3) მებოძა და ახლავ გამომიგზავნია, უნდა აღსრულდეს, ხელრთვა - ,,ამბროსი“.
2. ნაცვალი - მოხელე, ვისიმე მოადგილე. ნაცვლებად მცირე შეძლების აზნაურები ინიშნებოდნენ. ისინი მეთვალყურეობას უწევდნენ ქალაქში წესრიგის დაცვას; სოფლად - მოურავის მოადგილე. ამასთანავე ევალებოდათ უცხო ქვეყნებში წამსვლელ-მომსვლელთა თვალის მიდევნება, რის შესახებაც ყოველდღიურ ანგარიშს აბარებდა მოურავს. გარდა ამისა ევალებოდა ვაჭრების მიერ ვაჭრობის წესების დაცვის მეთვალყურეობა. იგი წესრიგს ამყარებდა დოღისა და საერთოდ საზოგადოებრივი გართობის ადგილებში. მას ზომები უნდა მიეღო ხანძრისა და ეპიდემიების შემთხვევაში.
3. ქალაქი - ,,მრავალი შენობა შუკა-ბაზრებითუღთ; მოზღუდული გალავნით. წოდება თფილის ქალაქისა". (დავით ჩუბინაშვილი); სიტყვა ქალაქში ყოველთვის იგულისხმებოდა თბილისი.
4. საკომლო - ერთი კომლი გლეხის სამყოფი მიწა-წყალი და მისი გამოსაღები; გარკვეული მიწის საზომი ერთეული.
5. ხიზანი - მებატონის რისხვისაგან, მტრის შემოსევისაგან ან ეპიდემიის შედეგად აყრილი და ახალ ადგილს თავშეფარებული.