ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ბრძანება ერეკლე II-ისა იოსებ ნაზირისშვილისადმი ვახტანგ ნამანგლელავისშვილის ქვრივისთვის ქმრის ნაქონი ყმა-მამულიდან სამი კომლის მიცემის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1795 წ. 29 მაისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1450, 2/140; 138v -139r
მასალა

ქაღალდი ცისფერი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
2
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უპგ (1795), მაისის კთ (29)

ბეჭედი
შენიშვნა

1. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1820 წ. 1 ივლისს, სოვეტნიკი დიმიტრი თარხანოვი.

2. ნაზირი (არაბ.) - იგივე ეზოსმოძღვარი. შემოიღეს მეფევ როსტომის დროს. სახლ-კარის ზედამხედველი; ეზოს მოძღვარი; მეთვალყურე მეფის ხარჯისა და დარბაზის რიგისა. სამეურნეო ფუნქციების მოხელე; სალაროს ნაზირი, ქარხნის ნაზირი, (ჩარფა ნაზირი - უმიკაშვილისა და ჩუბინაშვილის  განმარტებით ,,ოთხფეხთა ზედამხედველი არის“, მისი საქმიანობა დაკავშირებულია მეფის მეცხენეობასთან და მეცხვარეობასთან (სარგო წელიწადში ერთი კვიცი). განაგებდნენ მეფის საწყობებს. ამარაგებდნენ სასახლეს, აგროვებდნენ გადასახადებს. ექვემდებარებოდა სახლთუხუცესს.