ქაღალდი
ჭვირნიშნიანი ქაღალდი მწვანე, შესრულებული ყავისფერი მელნით
წერტილი ადგილ-ადგილ
რესტავრირებული
ქორონიკონი უპგ (1795), მაისის ით (19)
1. არზა დაწერილია დედოფალი დარეჯანის სახელზე.
2. საბუთის ,,თხრობის“ ნაწილში მოხსენიებულია საინტერესო ფაქტი. იმ წლებში მომხდარა ქართლის რამდენიმეჯერ აღწერა: ,,ორჯელ სამჯელ ქართლი აიწერა ...“.
3. მინაწერები: N157 ევსავ ბეგთაბეგოვი; ჩაიწერა ბ (2).
4. მდივანი (არაბ. - სახელმწიფო საბჭო, სამეფო კანცელარია) - საპატიო მოხელე, რომელიც სამეფო კარზე და სახელმწიფო დაწესებულებებში ადგენდა სხვადასხვა სახის დოკუმენტებს; საამისოდ ის გადიოდა საგანგებო მომზადებას; მდივნისათვის აუცილებელ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა: დიდი განათლება, ენების ცოდნა და სამდივნო საქმეში დახელოვნება. ყველა მდივანი თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ და ,,უხუცესი" არ ჰყავდათ. ქართლ-კახეთში ექვსი მდივანი ჰყოლიათ. ერეკლე II-ის დროს მათი რიცხვი ათამდე გაზრდილა. მდივანი არა მარტო ადგენდა საბუთებს, არამედ უშუალო მონაწილეობასაც ღებულობდა ამა თუ იმ ღონისძიების გატარებაში. მდივნობა შემოსავლიანი და საპატიო სახელო იყო. მდივნობა მემკვიდრეობით გადადიოდა