ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ბრძანება ერეკლე II-ის სარდალი ერასტი გედევანიშვილისადმი, ჯარის შესაკრებად საქართველოს ყველა კუთხიდან კაცების უკლებლად გამოყვანის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1795 წ. 16 მაისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/10498
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
2
მასალა

ჭვირნიშნიანი ქაღალდი მწვანე, შესრულებული ყავისფერი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
430X161; რესტავრირებული: 442X176
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ხშირად

მდგომარეობა

მოღწეულია სრულად, რესტავრირებული

მითითებული თარიღი

 ქორონიკონი უპგ (1795), მაისის ივ (16)

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

ამონარიდი ბრძანებიდან: ,,…მერე რადგან ვაჯიბი იყო ამ ჟამად ჯარები შეგვეყარა, შავს ზღვიდამ მოკიდებული აქამდის რაც ქვეყნები არის ყველადამ ჯარები დაგვიბარებია…".

ვაჯიბი (არაბ.) - აუცილებელი.