ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ოქმი ერეკლე II-ისა მინბაშ ბეჟან და ერასტი ამილახვრისშვილებისადმი, მოუცლელობის გამო მათი დავის გარჩევის გადადებისა და დავის გარჩევამდე ერთმანეთისთვის ძალით წართმეული ყმა-მამულის უკან დაბრუნების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1795 წ. 15 მაისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/244
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
14
მასალა

ჭვირნიშნიანი ქაღალდი  მწვანე, შესრულებული  ყავისფერი   მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
192X153; რესტავრირებული: 212X171
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ადგილ ადგილ

მდგომარეობა

მოღწეულია სრულად, რესტავრირებული

მითითებული თარიღი

ქორონიკონი უპგ (1795), მაისის იე (15)

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1. ამონარიდი ოქმიდან: ,,ალბათ არასდროს უსამართლო არც ერთს მხარეს არ მოხდება,  და თუ მომხდარა უნდა გასწორდეს".

2. მიმბაში (თურქ.) - ათასისთავი, ციხისთავი მინბაში თავისი შინაარსით ციხის უფროსს, ციხის თავს ნიშნავს. მათ მეციხოვნეები ექვემდებარებოდნენ.  მინბაშის უპირველესი ამოცანა იყო ციხე-სიმაგრე მოემარაგებინა მცველებით, იარაღით, პროდუქტებით. მინბაში მეფის შემდეგ ერთადერთი ბატონ-პატრონი იყო ციხისა. ,,მინბაშს" ქართული ტერმინი ციხისთავი არ განუდევნია  და საბუთებში ხშირად გვხვდება ორივე სახელი.  XVIII-ის  II ნახ.-ში მისი მნიშვნელობა შეიცვალა და როცა ერეკლე II-ემ მორიგე ჯარი შექმნა, ჯარის  უფროსებად მინბაშები  დააყენა, ერეკლემ მათ დაავალა მორიგე ჯარის გაწვრთნა და ჯარში წესრიგის დაცვა. მაშასადამე მინბაშები ციხის უფროსობის გარდა  ჯარის სამხედრო მეცადინეობასაც ხელმძღვანელობდნენ. ისინი სამეფო სამხედრო უწყების მოხეელები და საპატიო მოხელეებად ითვლებოდნენ. მინბაში ზოგჯერ  ქალაქის კომენდანტადაც ინიშნებოდა.