ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა ერასტი ამილახვრისშვილის, მინბაშ ბეჟან ამილახვრისშვილის მიერ მისი ყმების აწიოკების თაობაზე. ოქმი ერეკლე II-ისა მინბაშ ბეჟანისადმი, სასამართალოში გამოცხადების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1795 წ. 14 თებერვალი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/1366
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
25
მასალა

ქაღალდი  ნაცრისფერი, შესრულებული ყავისფერი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
355X217
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

 წერტილი ადგილ ადგილ

მდგომარეობა

მოღწეულია სრულად, რესტავრირებული

მითითებული თარიღი

 ქორონიკონი უპგ (1795), თებერვლის იდ (14)

ბეჭედი
შენიშვნა

პირი, ფ.1461, 14/130.

მიმბაში/მინბაში (თურქ.) - ათასისთავი, ციხისთავი; მინბაში თავისი შინაარსით ციხის უფროსს, ციხის თავს ნიშნავს. მათ მეციხოვნეები ექვემდებარებოდნენ.  მინბაშის უპირველესი ამოცანა იყო ციხე-სიმაგრე მოემარაგებინა მცველებით, იარაღით, პროდუქტებით. მინბაში მეფის შემდეგ ერთადერთი ბატონ-პატრონი იყო ციხისა. ,,მინბაშს" ქართული ტერმინი ციხისთავი არ განუდევნია  და საბუთებში ხშირად გვხვდება ორივე სახელი.  XVIII-ის  II ნახ.-ში მისი მნიშვნელობა შეიცვალა და როცა ერეკლე II-ემ მორიგე ჯარი შექმნა, ჯარის  უფროსებად მინბაშები  დააყენა, ერეკლემ მათ დაავალა მორიგე ჯარის გაწვრთნა და ჯარში წესრიგის დაცვა. მაშასადამე მინბაშები ციხის უფროსობის გარდა  ჯარის სამხედრო მეცადინეობასაც ხელმძღვანელობდნენ. ისინი სამეფო სამხედრო უწყების საპატიო მოხეელები იყვნენ. მინბაში ზოგჯერ  ქალაქის კომენდანტადაც ინიშნებოდა.