ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ოქმი ერეკლე II-ისა ეშიკაღას ალიმან ქალბალი ბეგისადმი, გოგია ნაზარბეგიშვილისგან ნაყიდი ფარჩისა და ლილის ფულის გადახდის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1795 წ. 22 იანვარი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1450, 4/234; 132v
მასალა

ქაღალდი ცისფერი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უპგ (1795), იანვრის კბ (22)

ბეჭედი
შენიშვნა

1.  რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1821 წ. 28 აპრილს, სოვეტნიკი დიმიტრი თარხანოვი.

2. ეშიკაღასბაში (ოსმალ. ეშიკ - ზღურბლი.  აღა -ნ ბარონი, ბაში - თავი)  – იგივე მანდატურთუხუცესი, მეფის კარზე წესრიგის მეთვალყურე, საპოლიციო აპარატის მოხელე; მეფის კარის დაცვის უფროსი.   ეშიკაღასბაშის მოვალეობაში შედიოდა სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის სისრულეში მოყვანა. იასაულების გაგზავნა სამართლის აღსასრულებლად. ვახტანგ მეფის სამართლის წიგნის მიხედვით ეშიკაღასბაშს ევალებოდა გაფანტული ყმების მოგროვება და პატრონისთვის დაბრუნება. სამეფო ეშიკაღასბაშის გარდა იყო ორი სახის ეშიკაღასბაში: ხალვათხანის (ორი) და  არმის (ორი).   ეშიკაღასბაში როგორც ტერმინი XVII ს-ში როსტომ მეფემ შემოიღო. ექვემდებარებოდნენ: ბოქაულთუხუცესი, ბოქაული, სოიბათიასაული, ყორიასაული, იასაული, მემანდარი, ყაფიჩი.  ძირითადად სასახლის მოხელეებად ითვლებოდნენ