ქაღალდი
ყვითელი ქაღალდი ჭვირნიშნით, დაწერილი ყავისფერი მელნით
წერტილი ადგილ ადგილ
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონს უპგ (1795), იანვრის იდ (14)
კათალიკოსი ანტონ II
ერეკლე II-ის მიერ გაცემული საბუთები, 1736-1797 წლები, 2008 წ. გვ.209.
1. მოურავი - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38 მოურავი იყო და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი. ნაიბი - მოადგილე; მოურავის ნაიბი - მოურავის მოადგილე
2. სახლთუხუცესი იგივე აბრამადი - მეფის კარის მოხელე; მეფის სასახლის მმართველი, მასვე ექვემდებარებოდა სამეფოს შემოსავალ-გასავალი და მასთან დაკავშირებული მოხელე-მოსაქმენი. სამეურნეო-საფინანსო ზედამხედველი, სასახლის მსახურთა უფროსი, გვხვდება XV ს-იდან
3. ახლავს რუსული თარგმანი.