ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა ავთანდილ ერასტის ძე ამილახვრისშვილისა, ნათესავებთან დავის დროს ხმლით დაჭრის თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა ეშიკაღასბაშ თამაზ ორბელიანისადმი, საჩივრის გასარჩევად ამილახვრისშვილის მეფის სასამართლოში მიყვანის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1795 წ. 11 იანვარი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/245
მასალა

ქაღალდი  მწვანე, შესრულებული  ყავისფერი  მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
237X152
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ

მდგომარეობა

მოღწეულია სრულად, რესტავრირებული

მითითებული თარიღი

ქორონიკონი უპგ (1795), იანვრის ია (11)

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1. მინაწერი საბუთის V-ზე პ. კარბელაშვილის ხელით ,,გადაწერილია“.

2.  პირი, ფ. 1461, 14/123.

3. ეშიკაღასბაში (ოსმალ. ეშიკ - ზღურბლი.  აღა -ნ ბარონი, ბაში - თავი)  – იგივე მანდატურთუხუცესი, მეფის კარზე წესრიგის მეთვალყურე საპოლიციო აპარატის მოხელე; მეფის კარის დაცვის უფროსი.   ეშიკაღასბაშის მოვალეობაში შედიოდა სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის სისრულეში მოყვანა. იასაულების გაგზავნა სამართლის აღსასრულებლად. ვახტანგ მეფის სამართლის წიგნის მიხედვით ეშიკაღასბაშს ევალებოდა გაფანტული ყმების მოგროვება და პატრონისთვის დაბრუნება. სამეფო ეშიკაღასბაშის გარდა იყო ორი სახის ეშიკაღასბაში: ხალვათხანის (ორი) და  არმის (ორი).   ეშიკაღასბაში როგორც ტერმინი XVII ს-ში როსტომ მეფემ შემოიღო. ექვემდებარებოდნენ: ბოქაულთუხუცესი, ბოქაული, სოიბათიასაული, ყორიასაული, იასაული, მემანდარი, ყაფიჩი