ქაღალდი
ქაღალდი ყვითელი, დაწერილი ყავისფერი მელნით
ორი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.
მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული.
ქორონიკონი უნ (1762), ენკენითვის ია (სექტემბრის 11).
1. საბუთს v-ზე ახლავს მუჩალგის (პირობა) წიგნი მოწმეებით ქვრივის მეორე ქმრის დავით ნახუცრიშვილის, ქვრივის საქონლის ხელშეუხებლობის შესახებ, რაზედაც ემოწმებიან ჯიმითის მოურავი ზაალი და ჯანდიერი.
2. მდივანი (არაბ. - სახელმწიფო საბჭო, სამეფო კანცელარია) - საპატიო მოხელე, რომელიც სამეფო კარზე და სახელმწიფო დაწესებულებებში ადგენდა სხვადასხვა სახის დოკუმენტებს; საამისოდ ის გადიოდა საგანგებო მომზადებას; მდივნისათვის აუცილებელ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა: დიდი განათლება, ენების ცოდნა და სამდივნო საქმეში დახელოვნება. ყველა მდივანი თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ და ,,უხუცესი" არ ჰყავდათ. ქართლ-კახეთში ექვსი მდივანი ჰყოლიათ. ერეკლე II-ის დროს მათი რიცხვი ათამდე გაზრდილა. მდივანი არა მარტო ადგენდა საბუთებს, არამედ უშუალო მონაწილეობასაც ღებულობდა ამა თუ იმ ღონისძიების გატარებაში. მდივნობა შემოსავლიანი და საპატიო სახელო იყო. მდივნობა მემკვიდრეობით გადადიოდა.
3. მოასილი (იგივე მზევალი) - გადასახადების ამკრეფი, დაბალი ჩინის საპოლიციო აპარატის მოხელე, იასაულის მსგავსი, შედიოდა ეშიკაღასბაშის დაქვემდებარებაში.
4. მოურავი - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38 მოურავი იყო და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.
5. საქვრივო - ქვრივი გლეხი ქალის გადასახადი მეორედ გათხოვებისას (ქვრივი გლეხის ქალის საქმროს ბატონისთვის უნდა გადაეხადა ერთი ხარი და ერთი მარჩილი)
6. პირები, 1753/53, გვ.20-12.
7. ფ. 1461, 10/7, 4v-5r.