ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა სარაიდარ ფარსადანისა, განწესების თანახმად სარაიდრობის ულუფის სრულად მიღების თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა მოხელეებისა ნაზირებისადმი, სარაიდარ სტეფანეს ულუფის მსგავსად ფარსადანისთვის სრული ულუფის მიცემის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1794 წ. 21 ნოემბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/5652
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
58
მასალა

ჭვირნიშნიანი ქაღალდი მწვანე, შესრულებული შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
209X102; რესტავრირებული: 227X121
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ადგილ-ადგილ

მდგომარეობა

რესტავრირებული

მითითებული თარიღი

 ქორონიკონს უპბ (1794), ნოემბრის კა (21) 

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

სარაიდარი - სასახლის მშენებლობის ზედამხედველი; შენობის მომწესრიგებელი; ხუროთმოძღვარი.

ნაზირი (არაბ.) - იგივე ეზოსმოძღვარი. შემოიღეს მეფევ როსტომის დროს. მეფის სახლ-კარის ზედამხედველი; ეზოს მოძღვარი; მეთვალყურე მეფის ხარჯისა და დარბაზის რიგისა. სამეურნეო ფუნქციების მოხელე; სალაროს ნაზირი, ქარხნის ნაზირი, ჩარფა ნაზირი - უმიკაშვილისა და ჩუბინაშვილის  განმარტებით ,,ოთხფეხთა ზედამხედველი არის“. მისი საქმიანობა დაკავშირებულია მეფის მეცხენეობასთან და მეცხვარეობასთან (სარგო წელიწადში ერთი კვიცი). განაგებდნენ მეფის საწყობებს. ამარაგებდნენ სასახლეს, აგროვებდნენ გადასახადებს. ექვემდებარებოდა სახლთუხუცესს.